ბრაზილიელი „ბოავიშტადან“ - „სამგურალმა“ 22 წლის მცველი დაიმატა #1TVSPORT
ბრაზილიელი „ბოავიშტადან“ - „სამგურალმა“ 22 წლის მცველი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუიშ ფერნანდო ბული დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი გუნდის ახალწვეული ამპლუით მარცხენა მცველია და ბოლოს რიო დე ჟანეიროს ,,ბოავიშტაში” თამაშობდა. წარმატებებს ვუსურვებთ ლუიშ ფერნანდოს „სამგურალთან“ ერთად“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ლუიშ ფერნანდო „ბოავიშტამდეც“ ბრაზილიური კლუბების ღირსებას იცავდა. თამაშობდა „ფლუმინენსეს“, „კაბოფრიენსეს“ და „ტაუბატეს“ ახალგაზრდულ გუნდებში, შემდეგ „გრემიო პრუდენტესა“ და „იკასას“ ფეხბურთელი იყო.

ბრაზილიელი ლეგიონერი წყალტუბოელებს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.

რაც შეეხება „ბოავიშტას“, ის პატარა ქალაქ საკუარემას გუნდია, რომელიც რიო დე ჟანეიროს შტატში მდებარეობს და სერია D-ში, შტატის ჩემპიონატში თამაშობს.