ბრაზილიაში „შახტარის“ ფეხბურთელის დედა გაიტაცეს
ბრაზილიაში „შახტარის“ ფეხბურთელის დედა გაიტაცეს

დონეცკის „შახტარისა“ და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველის, ტაისონის დედა საკუთარი სახლიდან მოიტაცეს. პოლიციამ გატაცებული იპოვა, ხოლო გამტაცებლები დააკავა, – ამის შესახებ Correio24horas იტყობინება.

ფეხბურთელის დედას უთხრეს, რომ მისთვის ყვავილების თაიგული იყო გამოგზავნილი და სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. როცა ქალი მანქანას მიუახლოვდა, საბარგულში ჩასვეს და მიიმალნენ.

დაზარალებული პოლიციამ იმავე დღეს, 50 კილომეტრის მოშორებით იპოვა.  ოთხივე დამნაშავე დაპატიმრებულია. ტაისონის დედას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.