ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პრეზიდენტობის კანდიდატები ულტრა-მემარჯვენე სოციალ-ლიბერალური პარტიის კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო და მემარცხენე, ფერნანდუ ადადი არიან.
პირველ ტურში, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართა, ბოლსონარომ ხმების 46%, ადადმა კი, 29% აიღო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 147.3 მილიონ ადამიანს აქვს. 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა, თუმცა საარჩევნო უბანზე მიუსვლელობა სიმბოლური თანხით, ერთი დოლარით ჯარიმდება. სურვილის მიხედვით, მონაწილეობა შეუძლიათ 16-17 წლის და 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს.