ბრაზილიაში ხანძრის შედეგად 600 სახლი დაიწვა
ბრაზილიაში ხანძრის შედეგად 600 სახლი დაიწვა

ბრაზილიაში ხანძრის შედეგად 600 სახლი დაიწვა. ცეცხლი ამოზონასის შტატში მდებარე ქალაქ მანაუსში ღამით გაჩნდა. შედეგად, უსახლკაროდ დარჩა 2500-ზე მეტი ადამიანი.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობი რჩება. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ხანძარი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოდგა.

ქალაქ მანაუსში სულ 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ყოველწლიურად ქალაქს მილიონობით ტურისტი სტუმრობს.