ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მონაცემი ტექნიკური პრობლემების გამო სან პაულუს შტატის ვირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის გარეშე გამოქვეყნდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 7 040 608 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 183 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-ისა ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.