ბრაზილიამ და არგენტინამ ამხანაგური მატჩები მოიგეს

09:48, 27.03.2019

პრაღის ედენის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბრაზილიას უმასპინძლა.

მასპინძლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე 0:5 დათმეს ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩი ინგლისთან, პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს – გოლი 37-ე წუთზე დავიდ პაველკამ გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თანაფარდობა რობერტო ფირმინომ აღადაგინა. თანაბარი ანგარიში 83-ე წუთამდე იყო ძალაში, მაგრამ დარჩენილ შვიდ წუთში, მანჩესტერ სიტის ფორვარდმა გაბრიელ ჟესუსმა დუბლი შეასრულა და ბრაზილიამ 3:1 მოიგო.

მაროკოს ქალაქ ტანჟერში მეორე სამხრეთამერიკულმა გრანდმა არგენტინამ ჩაატარა ამხანაგური შეხვედრა ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ და ვენესუელასთან 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაცია შეძლო.

არგენტინამ, რომელმაც ლიონელ მესის გარეშე ითამაშა, 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე ატლეტიკოს ფორვარდმა ანხელ კორეამ გაიტანა.

მსგავსი