ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააპროტესტეს
ბრატისლავაში პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააპროტესტეს

ბრატისლავაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. რამდენიმე ათასმა ადამიანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააპროტესტა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ფიცოს მოღალატეს უწოდებდნენ. ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში ეკავა პლაკატები წარწერით – „ეს არ არის ჩემი პრემიერ-მინისტრი“.

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

რობერტ ფიცოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გუშინ კრემლში გაიმართა.