სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედია აღნიშნავს, რომ ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა ბოლო რვა წლის განმავლობაში.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფიცო მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფიცომ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ უკრაინის გავლით გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინმა დაუდასტურა, რომ რუსეთი მზადაა, დასავლეთისთვის გაზის მიწოდება განაგრძოს, თუმცა, ზელენსკის პოზიციის გათვალისწინებით, პირველი იანვრის შემდეგ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.