ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებას თავი მოტეხეს
ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკებას თავი მოტეხეს

ბოსტონში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოტეხეს. ადგილობრივი მერიის განცხადებით, ძეგლს დროებით საცავში შეინახავენ. დაბრუნდება თუ არა ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება საჯარო სივრცეში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბოსტონში მდებარე კოლუმბის ქანდაკება ვანდალიზმის სამიზნე 2006 და 2015 წლებიც გახდა. 2006 წელს ძეგლს თავი მოაცალეს, ხოლო 2015 წელს მას წითელი საღებავი შეასხეს და „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ დააწერეს.

„ჩვენ ძეგლს დღეს ჩამოვხსნით და საცავში მოვათავსებთ, სადაც ზარალს შევაფასებთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძეგლი ვანდალიზმის სამიზნე აქამდეც ყოფილა და მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ძეგლის ისტორიული მნიშვნელობა გადაფასება“, – განაცხადა ბოსტონის მერმა, მარტი უელშმა.

​ბოსტონში მომხდარი ინციდენტი აშშ-ის მასშტაბით მიმდინარე ანტირასისტულ აქციებს უკავშირდება.