სატრანსფერო სეზონის დახურვამდე ერთი დღით ადრე „ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ჯეილენ ბრაუნმა თავის ამჟამინდელ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს ცნობით ბრაუნი „ბოსტონში” კიდევ 4 წლის განმავლობაში იასპარეზებს და ამ პერიოდში $130 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ასე რომ „სელტიკს” გუნდში ხანგრძლივი კონტრაქტებით რამდენიმე კალათბურთელი ჰყავს: გორდონ ჰეივარდი, კემბა ვოკერი და უკვე ჯეილენ ბრაუნიც.