ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის მოთამაშეები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის მოთამაშეები დაასახელა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ მორიგი სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ბოსტონის“ კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნი. მისი საშუალო სტატისტიკა იყო 27.0 ქულა, 6.7 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა და 1,0 ჩაჭრა. „სელტიქსმა“ სამ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა.

დასავლეთში საუკეთესოდ დასახელდა „ნიუ ორლეანის“ ფორვარდი ბრენდონ ინგრემი. მისმა გუნდმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. კალათბურთელის სტატისტიკური მონაგარი იყო 25.3 ქულა, 7.3 მოხსნა, 4.5 შედეგიანი გადაცემა და 2.0 ჩაჭრა.