„ბოსტონ სელტიქსის“ ერთ-ერთ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
„ბოსტონ სელტიქსის“ ერთ-ერთ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

„ბოსტონ სელტიქსის“ ფორვარდმა, ჯეილენ ბრაუნმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – იტყობინება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესსამსახური.

აღნიშნავენ, რომ ბრაუნი ამ მომენტისთვის კარანტინშია მოთავსებული. კალათბურთელის ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

გასულ სეზონში ბრაუნი საშუალოდ მატჩში 24.6 ქულას, 6.0 მოხსნასა და 3.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მაისში მან მარცხენა იდაყვის მყესები გაიწყვიტა.