„მილუოკიმ“ „ბოსტონი“ „ტი დი გარდენში“ უპრობლემოდ დაამარცხა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეოზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ბოსტონის „ტი დი გარდენში“ ადგილობრივმა „სელტიკსმა“ „მილუოკი ბაგზს“ უმასპინძლა და მეტოქესთან 13 ქულით 107:120 წააგო. ორივე გუნდს შორის საუკეთესო მილუოკელთა ლიდერი, გიანის ანტეტოკუნმპო იყო. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 30 ქულა 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. კრის მიდლტონის ანგარიშზე 21 ქულა იყო, ორმაგ დუბლამდე მას ერთი მოხსნა დააკლდა. ბრედ სტივენსის გუნდში ყველაზე მეტი – 21 ქულა, ჯეილენ ბრაუნის ანგარიშზეა. ჯეისონ ტატუმმა მატჩი 20 ქულით დაასრულა. NBA-ში ამ მატჩის გარდა კიდევ 9 საინტერესეო შეხვედრა შედგა:

შარლოტიდეტროიტი 98:86
ტორონტო – კლივლენდი 126:110
ბრუკლინი – ინდიანა 106:114
ნიუ იორკი – ატლანტა 107:114
ჩიკაგო – ორლანდო 90:80
სან ანტონიო – მინესოტა 124:98
პორტლენდი – იუტა 90:120
საკრამენტო – მემფისი 102-99
ლეიკერსი – ნიუ ორლეანი 112:104