ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების მეკარე - საქართველოსთან მსაჯმა აშკარა გოლი არ ჩაგვითვალა #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების მეკარე - საქართველოსთან მსაჯმა აშკარა გოლი არ ჩაგვითვალა #1TVSPORT

ბოსნიის ნაკრების მეკარე იბრაჰიმ სეჰიჩმა ჟენიცაში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოსთან წაგებაზე (0:1) ისაუბრა და თქვა, რომ ქართველებმა გამარჯვებას ერთადერთი შანსის წყალობით მიაღწიეს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე მომენტი, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა ჩვენი სუფთა გოლი გააუქმა. არადა, რომ ჩაეთვალა, მატჩი სხვა სცენარით წარიმართებოდა – სხვა საქმეა, როცა თამაშს აკონტროლებ. ქართველებს ერთადერთი შანსი ჰქონდათ და ამით ისარგებლეს.

რთული იყო ასეთ მოედანზე თამაში, ცუდი საფარის გამო უფრო სწრაფად ვერ ვითამაშეთ. ბურთიც კარში არ გადიოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში ასეთებიც ხდება. არის ზოგიერთი ფაქტორები, რომელზეც არავის შეუძლია გავლენა მოახდინოს.

ბიჭებმა მთელი კვირა შესანიშნავად ივარჯიშეს. ჩვენ ვცდილობდით ჩვენი თამაშის სტილი ახალი სათამაშო იდეების დახმარებით გვეპოვა, მაგრამ ეტყობა, საამისოდ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

შემდეგი მატჩი ლუქსემბურგთან გვაქვს და ეს მატჩი უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველოსთან წაგების და ლუქსემბურგთან ვერმოგების ახსნა და გამართლება შეუძლებელი იქნება. ისევ კარგად მოვემზადებით. დარწმუნებული ვარ, ბიჭები საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. ყველა შედეგს უყურებს, მაგრამ ეს დრო გვჭირდება, რომ ყველაფერი ერთმანეთს კარგად დაემთხვას.“