ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან ვითამაშებთ - საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს მარტში გამართავს #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან ვითამაშებთ - საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს მარტში გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩები დაგეგმა – ინფორმაციას ფეხბურთს ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ალბანეთში ითამაშებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფა-ს ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია.

ვილი სანიოლის გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი

25 მარტი

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი

ალბანეთი – საქართველო