„ბორუსია“ ჯეიდონ სანჩოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - წელიწადში 10 მილიონი ევრო
„ბორუსია“ ჯეიდონ სანჩოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - წელიწადში 10 მილიონი ევრო

დორტმუნდის „ბორუსია“ არ აპირებს ჯეიდონ სანჩოს გაშვებას და მას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ კლუბი მზად არის, სანჩოს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ახალგაზრდა ინგლისელის ამჟამინდელ გასამრჯელოზე 4 მილიონით მეტია. სანჩოს მიმდინარე კონტრაქტი „ბორუსიასთან“ 2022 წლამდეა ძალაში.

საინტერესოა, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სანჩომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

„ბორუსიაში“ ინგლისელი ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიდან“ 2017 წელა გადავიდა და მასში დორტმუნდელებმა 7.84 მილიონი ევრო გადაიხადეს. მიმდინარე სეზონში ჯეიდონმა 17 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.