ბორჯომში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა კახა გაზდელიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც საღამომდე იგეგმება.

სოფელ საკირეს ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.