ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესთან ტყეში ხანძარია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესთან ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, თუმცა ბორჯომის მერის თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა და ხანძრის კერასთან მიახლოება ვერ ხერხდევა. შესაბამისად, უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.