ბორჯომის მერიის თანამშრომლები ხელფასებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას საკრებულოს თავმჯდომარისგან ითხოვენ
ბორჯომის მერიის თანამშრომლები ხელფასებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას საკრებულოს თავმჯდომარისგან ითხოვენ

ბორჯომის მერიის თანამშრომლები ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ, რატომ ვერ იღებენ უკვე მეორე თვეა ხელფასს.

მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შევიდნენ, სადაც მათი შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დღეს ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღეს სხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

საკითხის განხილვას მერიის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.