„ბორჯღალოსნების“ ახალი ფორმა – მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები თეთრი და ღვინისფერი კვართით წარდგება
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა იმ ფორმის დიზაინი, რომლითაც საქართველოს ნაკრები იაპონიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე წარდგება.
„ბორჯღალოსნები“ ორი ფორმით იასპარეზებენ – ძირითადი, რომელიც ღვინისფერია და ალტერნატიული, თეთრი ფერის კვართი.
სავარჯიშო ფორმების შეძენა „ქენთერბერის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშრი
