ბორის ჯონსონი – უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს „ევროვიზია 2023“-ს, მჯერა, კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი კონკურსის ჩასატარებლად
A handout image released by 10 Downing Street, shows Britain's Prime Minister Boris Johnson speaking during a remote press conference to update the nation on the COVID-19 pandemic, inside 10 Downing Street in central London on April 30, 2020. - Britain is 'past the peak' of its coronavirus outbreak, Prime Minister Boris Johnson said Thursday, despite recording another 674 deaths in the last 24 hours, taking the total toll to 26,711. (Photo by Andrew PARSONS / 10 Downing Street / AFP) / RESTRICTED TO EDITORIAL USE - MANDATORY CREDIT "AFP PHOTO / 10 DOWNING STREET / ANDREW PARSONS " - NO MARKETING - NO ADVERTISING CAMPAIGNS - DISTRIBUTED AS A SERVICE TO CLIENTS
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას შეუძლია და უნდა უმასპინძლოს „ევროვიზია 2023“-ს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ფაქტია, მათ გაიმარჯვეს და იმსახურებენ ამას. მჯერა, რომ მათ შეუძლიათ. მჯერა, რომ კიევი ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხო უკრაინული ქალაქი იქნება ფანტასტიკური ადგილი კონკურსის ჩასატარებლად. ევროვიზიის კონკურსის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი და იმედი მაქვს, უკრაინელები მას მიიღებენ“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „ევროვიზია 2023“-თან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში არ ჩატარდება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების შედეგად, წესების შესაბამისად და ღონისძიების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, EBU მოლაპარაკებებს დაიწყებს BBC-თან, როგორც წლევანდელი კონკურსის მეორე ადგილის მფლობელთან, 2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის გაერთიანებულ სამეფოში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამასთან, უკრაინის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა „ევროვიზია 2023“-ის სხვა ქვეყანაში ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.