ბორის ჯონსონი - რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ევროპაში
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რუსეთის გეგმავს 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს ევროპაში.
როგორც „ბიბისისთან“ ინტერვიუში ბორის ჯონსონმა განაცხადა, „ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დაზვერვა პროგნოზირებს, რომ რუსეთი მიზნად ისახავს შეჭრას და ის დედაქალაქ კიევსაც მოიცავს.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ხალხს უნდა ესმოდეს, რამდენად დიდი შეიძლება, იყოს ადამიანური მსხვერპლი, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მხრიდან.
ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს შემოიღებს, ვიდრე ამას მანამდე განიხილავდა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და აშშ „შეაჩერებენ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ფუნტ სტერლინგსა და დოლარში ვაჭრობენ“, მსგავსი ნაბიჯი კი „ძალიან მძიმე“ შედეგს იქონიებს.