ბორის ჯონსონი – დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა გარდაუვალია

23:24, 18.09.2020

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა გარდაუვალია, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვაქცინის წარმოების ინოვაციურ ცენტრში ვიზიტის დროს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„იმავე სურათს ვხედავთ საფრანგეთში, ესპანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს გარდაუვალი იქნება ამ ქვეყანაშიც“, – განაცხადა ჯონსონმა.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 384 087 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 41 794 ადამიანი.

მსგავსი