დონალდ ტრამპი – მსოფლიოში ნავთობის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, ხალხი გრძნობს, რომ ირანთან ომი არ იქნება, ირანს კი სურს, შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს, ეს, შესაძლოა, მართლაც მოხდეს

10:54, 03.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა.

მისივე თქმით, ხალხი გრძნობს, რომ ირანთან ომი არ იქნება, რაც ფასების შემცირებას იწვევს.

თეთრი სახლის ლიდერი ასევე მიიჩნევს, რომ თეირანს სურს, ვაშინგტონთან შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს.

„ნავთობის ფასები მნიშნელოვნად ეცემა, ბარელის ფასი თითქმის 10 დოლარით შემცირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ხალხი გრძნობს, ირანთან ომი არ იქნება. ირანს სურს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას. ეს, შესაძლოა, მართლაც მოხდეს“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი