ბორის ჯონსონი - დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპი მალე გამოჯანმრთელდება
ბორის ჯონსონი - დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპი მალე გამოჯანმრთელდება

დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპი მალე გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„ვფიქრობ, მას და მელანიას ყველა საუკეთესოს უსურვებს და იმედოვნებს, რომ ისინი სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ის გამოჯანმრთლდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლის ლიდერს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. აშშ-ს პრეზიდენტი „ვოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.