„ბოლონიამ“ სინიშა მიხაილოვიჩთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა
„ბოლონიას“ ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელთან, სინიშა მიხაილოვიჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – იუწყება იტალიური კლუბის პრესსამსახური.
„ბოლონიას“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სერბი სპეციალისტი გუნდს 2023 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს.
იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდები 34 ქულით, მე-10 ადგილზე იმყოფებიან.