ბოლო წლების საუკეთესო შედეგი - საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
ბოლო წლების საუკეთესო შედეგი - საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT

ფიფა-მ თებერვალ-მარტის შედეგების გათვალისწინებით მსოფლიო სანაკრებო რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრები 77-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც ბოლო ათ წელიწადში საუკეთესო შედეგია.

გასული წელი „ჯვაროსნებმა“ 78-ე ადგილზე დაასრულეს და შემდეგ ცვლილება არ შეხებიათ. მარტში გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთი 6:1 დაამარცხა, ხოლო ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ნორვეგიასთან საყაიმო შედეგით (1:1) დაიწყო – შედეგად, ნაკრებს რეიტინგში 5,53 ქულა დაემატა და ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ეს ბოლო 10 წელიწადში საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგია – 2013 წელს გუნდი 69-ე პოზიციაზე იყო. ფიფა-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი 1998 წელს 42-ე ადგილია, ხოლო უარესი 2015 წელს – 154-ე.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრების მეტოქეების რეიტინგი: 

10. ესპანეთი – 1682.85

36. შოტლანდია – 1500,52

44. ნორვეგია – 1463,77

77. საქართველო – 1311.51

111. კვიპროსი – 1179,45

ფიფა-ს რეიტინგის საუკეთესო ათეული:

1. არგენტინა – 1840.93

2. საფრანგეთი – 1838.45

3. ბრაზილია – 1834.21

4. ბელგია – 1792.53

5. ინგლისი – 1792.43

6. ნიდერლანდები – 1731.23

7. ხორვატია – 1730.02

8. იტალია – 1713.66

9. პორტუგალია – 1707.22

10. ესპანეთი – 1682.85