ბოლო წამზე კალათში ნასროლმა ბურთმა 15 წლის მოზარდი ინტერნეტ სენსაციად აქცია [ვიდეო]
ილინოისის შტატის ქალაქ ევანსტონის სკოლის 15 წლის მოსწავლე ბლეიქ პიტერსი, კალათბურთის მატჩის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით, ევანსტონის გმირი გახდა.
სკოლის გუნდი შეჯიბრს 42:44 აგებდა, ბლეიქ პიტერსის მიერ განხორციელებულმა წარმოუდგენელმა ჩაგდებამ კი ის სენსაციად აქცია.
ევანსტონის ქალაქის მერმა მატჩის გამართვის დღე ბლეიქ პიტერსის დღედ გამოაცხადა.