ბოლო წამზე კალათში ნასროლმა ბურთმა 15 წლის მოზარდი ინტერნეტ სენსაციად აქცია [ვიდეო]

ილინოისის შტატის ქალაქ ევანსტონის სკოლის 15 წლის მოსწავლე ბლეიქ პიტერსი, კალათბურთის მატჩის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით, ევანსტონის გმირი გახდა.

სკოლის გუნდი შეჯიბრს 42:44 აგებდა, ბლეიქ პიტერსის მიერ განხორციელებულმა წარმოუდგენელმა ჩაგდებამ კი ის სენსაციად აქცია.

ევანსტონის ქალაქის მერმა მატჩის გამართვის დღე ბლეიქ პიტერსის დღედ გამოაცხადა.