ბოლო ვარჯიში შესარჩევი ეტაპის მატჩამდე - საქართველო-ფინეთის დაპირისპირებას პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
ბოლო ვარჯიში შესარჩევი ეტაპის მატჩამდე - საქართველო-ფინეთის დაპირისპირებას პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა ფინეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. გიორგი ჩხაიძის გუნდი ფინელებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში დაუპირისპირდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და მასში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. „ლანჩხუთისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ხატია ჭყონიამ კი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თეონა სუხაშვილი, თეკლე გულორდავა (ორივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ნინო გუჯაბიძე (სამივე – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი (ორივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), ნინო გურიელიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია, სალომი დიმოპულო, თეონა ბაქრაძე (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე, ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (სამივე – კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), მარიამ ჯანიკაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია, ნათელა წოწერია (ორივე – ლანჩხუთი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)

საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.