გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პრეტენდენტთა საჭადრაკო ტურნირის ბოლოსწინა ტური გაიმართა, რომლის შემდეგაც, ლიდერი ისევ ამერიკელი დიდოსტატი ფაბიანო კარუანა გახდა. მან თეთრი ფიგურებით დაამარცხა სომეხი ლევონ არონიანი, მისმა კონკურენტმა სერგეი კარიაკინმა კი ყაიმით დაასრულა პარტია ამერიკელ უესლი სოს წინააღმდეგ.
მე-13 ტურის პარტიები ასე დასრულდა:
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – 1:0
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 0,5:0,5
უესლი სო (აშშ) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 0,5:0,5
ფაბიანო კარუანა (აშშ) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 1:0
მდგომარეობა 13 ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 8 ქულა;
2-3. კარიაკინი, მამედიაროვი – 7.5 ქულა;
4. დინ ლიჟენი – 7 ქულა;
5. გრიშჩუკი – 6.5 ქულა;
6. კრამნიკი – 6 ქულა;
7. სო – 5.5 ქულა;
8. არონიანი – 4 ქულა.
სამშაბათს ბოლო ტურის პარტიები გაიმართება:
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – ფაბიანო კარუანა (აშშ)
ლევონ არონიანი (სომხეთი) – უესლი სო (აშშ)
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – დინ ლიჟენი (ჩინეთი)
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)
ტურნირის გამარჯვებული მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.