ბოლო ტურის ანონსი - D ჯგუფი
ბოლო ტურის ანონსი - D ჯგუფი

ისლანდია-ხორვატია
26 ივნისი. როსტოვი. სტადიონი “როსტოვ-არენა”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ლაოსი (ესპანეთი)

ნიგერია-არგენტინა
26 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. სტადიონი “სანკტ-პეტერბურგი”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ჩაქირი (თურქეთი)

D ჯგუფი ყურადღებას იპყრობს არგენტინის ნაკრებისა და მისი ლიდერის ლიონელ მესის დრამით. და ეს დრამა, შესაძლოა, დიდ ტრაგედიაში, ანუ ჯგუფში ჩარჩენაში გადაიზარდოს. მსგავსი ჩავარდნა “ალბისელეტეს” 2002 წელს ჰქონდა, როცა ოთხი ქულა დააგროვა და პლეიოფში ვერ გავიდა.

ნიგერიისა და არგენტინის მატჩში ორივე გუნდს მოგება სჭირდება. ამასთან, არგენტინა დამოკიდებულია ისლანდიისა და ხორვატიის მატჩზე. თუ ისლანდიელები მოუგებენ ხორვატიას, მაშინ სამხრეთამერიკელებს დიდი ანგარიშით მოგებაზე ზრუნვა მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ისლანდია ვერ მოიგებს, ნიგერიას ფრეც დააკმაყოფილებს. არგენტინას კი, როგორც ვთქვით, მხოლოდ მოგება სჭირდება.

წინა ტურების მატჩები
არგენტინა-ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (19), 1:1 ფინბოგასონი (23)

ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)

ნიგერია-ისლანდია 2:0
გოლები: 1:0 მუსა (49), 2:0 მუსა (75)

ხორვატია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 რებიჩი (53), 2:0 მოდრიჩი (80), 3:0 რაკიტიჩი (90+1)

ახალი ამბები
ნიგერიის შემადგენლობა, სავარაუდოდ, არ შეიცვლება წინა მატჩთან შედარებით.
არგენტინა ახალი სქემის გამოყენებას აპირებს: 4-3-3 ან 4-4-2.
ვილი კაბალიერო დაკარგავს ადგილს ძირითადში და მას ფრანკო არმანი შეცვლის, რომელსაც ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.
ანხელ დი მარია და ევერ ბანეგა ძირითადში იქნებიან. სერხიო აგუეროს გონსალო იგუაინი შეცვლის.
ისლანდიელთა ცენტრალური მცველის რაგნარ სიგურდსონის თამაში ეჭვქვეშაა. იგივე ითქმის გარემარბ იოჰან გუდმუნდსონზე.
ხორვატთა დამრიგებელმა ზლატკო დალიჩმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გადაახალისოს შემადგენლობა, რადგან ივან რაკიტიჩს, ანტე რებიჩს, შიმე ვრსალკოს, მარიო მანჯუკიჩსა და მარსელო ბროზოვიჩს ყვითელი ბარათები აქვთ და მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

ურთიერთშეხვედრები
არგენტინასა და ნიგერიას ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე და აფრიკულმა გუნდმა ოთხივეჯერ წააგო: 1:2 1994-ში, 0:1 2002-ში, 0:1 2010-ში და 2:3 2014-ში.

ნიგერიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს წაგებული სამხრეთამერიკულ გუნდებთან.
არგენტინა და ნიგერია ბოლოს 2017 წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს და აფრიკელებმა 4:2 მოიგეს ამხანაგური მატჩი.
ისლანდია და ხორვატია ამ ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში იყვნენ ერთად: რეიკიავიკში ისლანდიამ 1:0 მოიგო, ზაგრებში ხორვატიამ 2:0 გაიმარჯვა.

საინტერესო ფაქტები
– ნიგერიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ექვსივე მოგება ევროპულ გუნდებთან აქვს.
– ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 22 დარტყმაა გოლი არ გაუტანია.
– ხორვატია აქამდე არასოდეს გასულა ჯგუფში პირველ ადგილზე.
– ხორვატიას ჯერ გოლი არ აქვს გაშვებული ამ ჩემპიონატზე.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
“ჩვენს ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს. ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ევროპის ძლიერ ჩემპიონატებში გამოდის. გუნდში ყველა ფეხბურთელი თანაბარი დონისაა, ამიტომაც, ნუ იტყვით იმას, რომ ხვალ სარეზერვო შემადგენლობას ვათამაშებთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ითამაშებენ არგენტინა და ნიგერია. მათი საქმეები არ გვაინტერესებს. მხოლოდ ჩვენი ამოცანები გვაწუხებს. ისლანდიის წინააღმდეგ ისევე ვიმოქმედებთ, როგორც არგენტინისა და ნიგერიის წინააღმდეგ. ჩვენ საკუთარი სტილი გვაქვს, ვიცით, როგორ თამაშობს ისლანდია. აქ არანაირი საიდუმლოებები არ არსებობს”.

ხორხე სამპაოლი (არგენტინა):
“ხვალინდელი მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ორივე გუნდს შეუძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. მტკივნეული მარცხის შემდეგ, რამდენიმე დღე გავიდა. ახლა, უკან დასახევი გზა არ არსებობს. მოლოდინი და დაძაბულობა იზრდება. შევიმუშავეთ სპეციფიკა, ყველაფერი გონებაში მაქვს, თუმცა, ჯერ არ გამოვაცხადებ სასტარტო შემადგენლობას”.

გერნოტ რორი (ნიგერია):
„ის, რომ არგენტინა წნეხის ქვეშ იქნება, შეიძლება სასარგებლოც და საზიანოც იყოს ორივე გუნდისთვის. ჩემი გუნდი ახალგაზრდაა და გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია ფიზიკური მომზადება, ორგანიზაცია და დისციპლინა – ეს ფაქტორები განსაზღვრავს შედეგს.
მესი ყველას უყვარს, მისი თამაშით ყველა ტკბება: მეც და ჩემი ფეხბურთელები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საჩუქარს გავუკეთებთ”.

სავარაუდო შემადგენლობები
ნიგერია: უზოჰო – ბალოგუნი, ტროოსტ-ეკონგი, ომერუო – მოზესი, ობი მიკელი, ნდიდი, იდოვუ – ეტებო – მუსა, იჰეანაჩო.
არგენტინა: არმანი – მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო – სალვიო, ბანეგა, მასკერანი, აკუნია – მესი, იგუაინი, დიბალა.

ისლანდია: ჰალდორსონი – სავარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი – გისლასონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი – სიგურდარსონი, ფინბოგასონი.
ხორვატია: კალინიჩი – იედვაი, კალეტა-ცარი, ვიდა, პივარიჩი – ბადელი, ბრადირიჩი – პერიშიჩი, კოვაჩიჩი, პიაცა – კრამარიჩი.