ბოლო სპარინგი ჩაიშალა - „მერანმა“ შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ბოლო სპარინგი ჩაიშალა - „მერანმა“ შეკრება დაასრულა #1TVSPORT

მარტვილის „მერანს“ თურქულ შეკრებაზე დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა ბოსნიურ „სტუპცანიცასთან“ უნდა გაემართა. მაგრამ ამხანაგური მატჩი არ ჩატარდება. მიზეზი ის გახლავთ რომ, მოწინააღმდეგე გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მერანმა“ თურქული შეკრება დაასრულა. გუნდი საქართველოში დღეს დაბრუნდება და სეზონის განახლებამდე დარჩენილ დღეებში მზადებას მარტვილში გააგრძელებს. თურქულ შეკრებაზე მარტვილელებმა სულ სამი ამხანაგური მატჩის გამართვა მოახერხეს.

8 თებერვალს რუმინეთის მეორე ლიგის ტიმიშოარას „რიპენსიასთან“ 1:2 (გოლი – ლევან წოწონავა) დამარცხდა, 11 თებერვალს ყაზახეთის პრემიერლიგის „თურანთან“ 1:1 (პაპუნა ფონიავა) დაასრულა, ხოლო მესამე ამხანაგურ მატჩში 14 თებერვალს დანიის მეორე დივიზიონის ლიდერ „ნესტვედთან“ 1:4 (თორნიკე მუზაშვილი) დამარცხდა.

მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის მატჩს 1-ელ მარტს გამართავს. ცოტნე მონიავას გუნდი მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ „რუსთავს“ უმასპინძლებს.