ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი დაიღუპა
ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 602 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

იტალიაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 078-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უკვე მეორე დღეა, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იკლებს.

ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსისგან 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 7 423-ს შეადგენს.