ბოლო 24 საათში, უკრაინაში „კოვიდ-19“-ით რეკორდული რაოდენობის პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა გაავრცელა. მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში ვირუსით გამოწვეულ დაავადებას 289 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლოს მსგავსი ანტირეკორდი უკრაინაში 11 დეკემბერს აღრიცხეს, როდესაც 24 საათში „კოვიდ-19“-ს 285 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, 17 მარტის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 11 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 1 489 023 შეადგინა.