დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 872 შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მთავრობა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდას ტექნიკური მიზეზებით მონაცემების გამოქვეყნების დაგვიანებას უკავშირებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში შევა წინა დღეების შემთხვევები, რომლებიც დაგვიანებით დარეგისტრირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
დიდ ბრიტანეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 480 017 შემთხვევა. გარდაიცვალა 42 317 ინფიცირებული.