ანჯეი დუდა – დონალდ ტუსკმა და მისმა ხალხმა დაამტკიცეს, რომ ბანდიტები არიან, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოზე, ასეთი „ევროპელები“ არიან 

16:28, 31.10.2026

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და მისი გუნდი „ბანდიტები არიან“ და მათ სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოზე „სასტიკი თავდასხმა“ განახორციელეს.

დუდას თქმით, კანონისა და დეკომრატიული პრინციპების ნაცვლად ისინი ხელკეტებს იყენებენ.

„პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და მისმა ხალხმა, რომლებიც ვალებით გვტვირთავენ და ეკონომიკურად სავალალოდ უუნაროები არიან, დღეს ისიც დაამტკიცეს, რომ ბანდიტები არიან, რომლებმაც სასტიკი თავდასხმა განახორციელეს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოზე. არ იციან, როგორ გაიმარჯვონ კანონის, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, ამიტომ ხელკეტს მიმართავენ. ასეთი „ევროპელები“ არიან ისინი“, — წერს ანჯეი დუდა.

ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.

მსგავსი