ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 146 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 5 871 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 806 720 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 597 140 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში „კოვიდ-19“-ით 146 ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიას ქვეყანაში 13 192 ადამიანი ემსხვერპლა.