ბოლო 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო დღე-ღამის გამავლობაში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 197 ადამიანი არის გარდაცვლილი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იტალიაში 3 916-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა სულ 523 პაციენტი.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი აქვეყნებს.
კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიის მთელ ტერიტორიაზე სასწავლო დაწესებულებები დაიხურა სულ მცირე 15 მარტამდე, გაუქმდა საზოგადოებრივი ღონისძიებები.