ბოლნისის „სიონი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
ბოლნისის „სიონი“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

ბოლნისის „სიონის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდში საკადრო სიახლეები მოხდა და კლუბი ოთხ მოთამაშეს შეელია.

„ბოლნისის „სიონი“ დავით საჯაიამ, ვასიკო გოგოლიძემ, ზურა ღირდალაძემ და ვაჟა ლომაშვილმა დატოვეს. კლუბი ფეხბურთელებს მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ, პროფესიულ საქმიანობაში“, – წერია „სიონის“ განცხადებაში.

გასულ სეზონში, დავით საჯაიამ „სიონის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა. ამდენივე შეხვედრა ჩაატარა გოგოლიძემ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 17 მატჩია ვაჟა ლომაშვილის ანგარიშზე. ზურა ღირდალაძემ კი, 11 მატჩში, 1 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.