არნენტინულმა „ბოკა ხუნიორსმა“ 36 წლის ფორვარდ კარლოს ტევესს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამ ინფორმაციას „თი-უაი-სი სპორტსი“ (TyC Sports) ავრცელებს. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მიმდინარე თვის 30 რიცხვში იწურება.
წყაროს ინფორმაციით, ახალი შეთანხმება გათვლილია 2021 წლამდე და, გარდა ამისა, გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის მიხედვით, ლიბერტადორესის თასის ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, კლუბს უფლება ექნება კონტრაქტი კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივოს.
შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში კარლოს ტევესი ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა „იუვენტუსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბოკა ხუნიორსში“ კი 2018 წელს გადავიდა.