არგენტინული გრანდის „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა ამორ ამეალმა განაცხადა, რომ კლუბის აპირებს სასამართლოს ძალით გააპროტესტოს თავისი ფეხბურთელის სანტიაგო რამოს მინგოს ტრანსფერი „ბარსელონაში“. 18 წლის ურუგვაელის გადასვლა ესპანურ კლუბში 2020 წლის თებერვალში შედგა.
„ჩვენ „ბარსელონას“ სასამართლოში ვუჩივით რამოს მინგოს საქმესთან დაკავშირებით, რადგან გაგვაჩნია უფლებები ამ ფეხბურთელზე. მომხდარმა ძალიან უსიამოვნო სიტუაცია გამოიწვია. არის რაღაცეები, რაც არ უნდა ჩაიდინო. მიგვაჩნია, რომ ამ ფეხბურთელს უდიდესი პოტენციალი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ბარსელონა“ მას არ აიყვანდა”, – თქვა ამაელმა.
მინგო „ბოკა ხუნიორსის“ სისტემის წევრი იყო და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.