ბოატენგს კატალონიურ დერბიში თამაშის შანსი მიეცა
ბოატენგს კატალონიურ დერბიში თამაშის შანსი მიეცა

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ლუის სუარესი „ბეტისთან“ მატჩში მიღებული მარჯვენა ტერფის დაზიანების გამო, 10-15 დღით პაუზას გააკეთებს.

ეს ფაქტი შესაძლებლობას აძლევს კევინ-პრინს ბოატენგს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართულ კატალონიურ დერბიში მონაწილეობა მიიღოს.

ბოატენგმა „ბარსელონას“ რიგებში ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი „კოპა დელ რეის“ მეოთხედფინალში „სევილიას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 63-ე წუთზე კი შეცვალეს. ხოლო მეორე თამაში „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართა. აქაც სასტარტოში დაიწყო და მე-60 წუთისთვის მოედანი დატოვა. მას ჯერ „ბლაუგრანას“ რიგებში გოლი არ გაუტანია.

ერნესტო ვალვერდეს შეუძლია მარჯვენა ფრთაზე ცრუ ცხრიანზე მალკომი ათამაშოს მესისთან ერთად, თუმცა სუარესის პირდაპირი შემცვლელი სწორედ ბოატენგი გახლავთ.