„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ გუნდის მცველ ჯერომ ბოატენგისთვის უმჯობესი იქნება, თუ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს.
„ბოატენგს ახალი გამოწვევა სჭირდება. ისე ჩანს, რომ მისი ადგილი ჩვენს კლუბში აღარ არის. როგორც მეგობარი, ვურჩევ ჯერომს წავიდეს „ბაიერნიდან“, – განაცხადა ჰიონესმა Sky Sports-სთან კომენტარში.
ბოატენგი მიუნხენურ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა 28 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასი შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი “ბაიერნთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.