ბოატენგი „ფიორენტინაში“ გადადის

10:34, 31.07.2019

„სასუოლოს“ ნახევარმცველი კევინ-პრინც ბოატენგი „ფიორენტინასთან“ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, – იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports).

ბოატენგი „სასუოლოში“ ამ ზაფხულს დაბრუნდა. ის იჯარის წესით „ბარსელონაში“ იმყოფებოდა. მას კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

2018/2019 წლების სეზონის მეორე ნახევარში ნახევარმცველმა „ბარსელონას“ რიგებში ოთხი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი