ბირმელმა მოკრივემ ნოკაუტში მსაჯი ჩააგდო (ვიდეო)
ბირმელმა მოკრივემ ნოკაუტში მსაჯი ჩააგდო (ვიდეო)

იაპონიაში მიმდინარე ბირმული კრივის ჩემპიონატზე უჩვეულო ინცინდენტი მოხდა.

მოკრივეები ერთ-ერთ ეპიზოდში, ისეთი აზარტით იბრძოდნენ, რომ მსაჯის მითითებას ყურადღება არ მიაქციეს.

მებრძოლების გასაშველებლად მსაჯი მათ შორის ჩადგა, თუმცა ერთმა მოკრივემ მას ძლიერი დარტყმა მიაყენა.

მსაჯი დავარდა და ცოტა ხნით გონებაც დაკარგა, ბრძოლა კი შეწყდა.

ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა დისკვალიფიკაციას მოკრივეს, რომელმავ მეტოქის ნაცვლად ნოკაუტში მსაჯი ჩააგდო.

ბირმული კრივი მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში (ყოფილი ბირმა) სპორტის პოპულარული სახეობაა.

აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაშიც ბირმულ კრივს საკმაოდ მრავალრიცხოვანი, ერთგული გულშემატკივარი ჰყავს.