„დინამო არენაზე“ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების ვარსკვლავები გაიხსნება #1TVSPORT

14:35, 27.10.2026

„დინამო არენაზე“ ლეგენდარული ქართველი კაპიტნების ვარსკვლავები გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ავრცელებს.

„მადლობა სპორტის მინისტრს, შალვა გოგოლაძეს, დათო ოქიტაშვილს და ლექსო საგანელიძეს. მათი თანადგომით, „დინამო არენაზე“, ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ სამი ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძის და ალექსანდრე ჩივაძის ვარსკვლავები გაიხსნება. ვარსკვლავების შემდეგ თბილისის „დინამოსა“ და „იბერიის“ მატჩია, ვინ იცის, იქნება საჩემპიონოც“, – ამბობს მამუკა კვარაცხელია.

ვარსკვლავების გახსნა „დინამო არენაზე“, ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიგეგმა. 19:00 საათზე კი თბილისის „დინამოსა“ და „იბერიის“ მატჩი დაიწყება, რომლის შედეგიც საჩემპიონო ბრძოლაზე გავლენას მოახდენს.

მსგავსი