სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მერვე მატჩი გამართა. შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდა და „დუბაის“ მეტოქე „პარიზი“ იყო, რომელმაც მასპინძლები 99:93 დაამარცხა.
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 8 ქულა და 1 პასი მოაგროვა. მის გუნდში ქულებით გამოირჩნენ ბეიკონი (24) და კაგენბელე (22). „პარიზის“ გამარჯვება კი მნიშვნელოვნად განაპირობა როდენის კარგმა თამაშმა – 20 ქულა.
„დუბაის“ ევროლიგაზე 5 მოგება და 3 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ისევ შინ გამართავს – თელ-ავივის „ჰაპოელს“ უმასპინძლებს.