ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ლაშა გობაძემ (87 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა უზბეკი რასულოვი 5:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ასტანაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საპრიზო ადგილები იური ლომაძემ (72 კგ), ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) დაიკავეს.