„ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

02:54, 27.10.2026

ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა.

„ოქროს ბურთი“ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა. ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა, ამჯერად კი კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სწორედ ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსიც ჰქონდა. მის კანდიდატურას არაერთი ცნობილი ადამიანი უჭერდა მხარს, მათ შორის, უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი.

ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში გამართულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დასწრებია. ტრავმირებულ ქართველ ფეხბურთელს კვირის დასაწყისში კატარის დედაქალაქ დოჰაში მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია ჩაუტარდება.

„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად ჰარი კეინი დაასახელეს, ხოლო ქართველი ვარსკვლავის მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.

დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:

საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)

ჰარი კეინი (ინგლისი / „ბაიერნი“)

საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)

შარლინ კორალი (მექსიკა / „პაჩუკა“)

საუკეთესო კლუბი (კაცები)

„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)

საუკეთესო კლუბი (ქალები)

„ბარსელონა“ (ესპანეთი)

„სოკრატესის ჯილდო“ (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)

ბუკაიო საკა (ინგლისი / „არსენალი“)

საუკეთესო მეკარე (კაცები)

უნაი სიმონი (ესპანეთი / „ბილბაო“)

საუკეთესო მეკარე (ქალები)

კატა კოლი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)

ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები)

საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)

პერე რომეუ (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)

ლამინ იამალი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)

ვიკი ლოპესი (ესპანეთი / „ბარსელონა“)

მსგავსი